სივრცითი ფიგურები და არქიტექტურის ნიმუშები
პროექტის მთავარი თემა: ჩვენს გარშემო არსებულ არქიტექტურულ ძეგლებში ბავშვები ამოიცნობენ სივრცით გეომეტრიულ ფიგურებს, მოიპოვებენ და შეაგროვებენ მონაცემებს მათ შესახებ.
პროექტის აქტუალობა: სივრცითი გეიმეტრიული ფიგურების შესწავლა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა სივრცითი აზროვნების განვითარებას, სივრცითი აზროვნება კი პიროვნების ინტელექტის განვითარებას.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა განივითარონ ყოფითი დანიშნულების საგნებში ან ფიგურათა ,მოდელების გროვაში სივრცითი გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა.
მონაწილეთა ასაკი: 7–8 წელი
ვადები /ხანგრძლივობა: 5 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები გაეცნობიან მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნის არქიტექტურის ნიმუშებს, მოიძიებენ ინფორმაციებს. დაამზადებენ პლაკატებს. სხვადასხვა მასალის გამოყენებით დაამზადებენ სივრცითი ფიგურების მაკეტებს. გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელო, ინტერნეტი. კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა /ძირითადი აქტივობები/:
მოსწავლეებიდან წამოვიდა ინიციატივა – მოეკვლიათ სურათები, ინფორმაციები ტაძრებისა და არქიტექტურული შენობა –ნაგებიბების შესახებ.
მოსწავლეებთან ერთად განვსაზღვრავთ სამუშაოს ხანგრძლივობას და მივუთითებ ინფორმაციულ წყაროებს.
მონაწილეებს გავყოფ ორ ჯგუფად:
1. პირველ ჯგუფს დავავალებ მონაცემების შეგროვებას სივრცით ფიგურებზე. დავახაზვინებ სივრცით ფიგურებს და დაამზადებენ პლაკატებს, აგრეთვე სხვადასხვა მასალის გამოყენებით შექმნიან სივრცით ფიგურების მაკეტებს.
2. მეორე ჯგუფს დავავალებ მოიძიონ არქიტექტურული ტაძრების სურათები, გაეცნონ მშენებლობის სტილს და სივრცითი ფიგურების როლს არქიტექტურულ ძეგლებში. აღნიშნავენ, რომ ტექნიკის უქონლობისას აშენებულ ამ საოცრებას რაოდენ გაფრთხილება სჭირდება.
წარმოადგენენ ელექტრონულ პრეზენტაციას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ხელოვნება ს. გ. 13. მოსწავლე ეცნობა ადგილობრივ გარემოში არსებულ ხელოვნების ნიმუშებს.
პროექტის ხელმძღვანელი: ვერა კუკულაძე.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: verakukuladze@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий